Accentnews.ge
კორონავირუსის გამო იტალიაში 16 მლნ ადამიანი კარანტინში მოექცა

კორონავირუსის გამო იტალიაში 16 მლნ ადამიანი კარანტინში მოექცა

08/03/2020 09:12:50 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო იტალიაში 16 მლნ ადამიანი კარანტინში მოექცა. ლომბარდიასა და კიდევ 14 რეგიონში შეზღუდვები დაწესდა, რომელიც 8 მარტიდან 3 აპრილამდე არის ძალაში.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები. ამასთან, ქორწილები, გასვენებები, სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება.

მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ლომბარდიის რეგიონი, ან ესტუმრონ რეგიონს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. მილანი რეგიონის მთავარი ქალაქია.

რას ითვალისწინებს განსაკუთრებული ზომები

  • გარდა ქორწილებისა და გასვენებებისა, რელიგიური და კულტურული ღონისძიებებიც არ ჩატარდება.
  • კინოთეატრები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები დაიკეტება.
  • რესტორნები და კაფეები ღია იქნება დილის 6-დან საღამოს 6 საათამდე, თუმცა მომხმარებლები ერთმანეთისგან, სულ მცირე, 1 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდენენ.
  • მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად ეცადონ, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

პირს, ვინც კარანტინს დაარღვევს, სამთვიანი პატიმრობა ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში „COVID-19“–მა 230 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 5 883.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 27 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3102–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 650 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3500–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 105 000–ს გადააჭარბა. 59 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) 13 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S