Accentnews.ge
პორტუგალიის პრეზიდენტი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება

პორტუგალიის პრეზიდენტი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება

09/03/2020 06:11:54 მსოფლიო

პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარსელუ რებელუ დე სოუზამ ყველა საჯარო ღონისძიება გააუქმა და რამდენიმე დღით შინიდან იმუშავებს.

როგორც ცნობილია, 71 წლის პრეზიდენტმა იმ სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს უმასპინძლა, სადაც ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნული მოსწავლე არ იმყოფებოდა, თუმცა მარსელუ რებელუ დე სოუზამ თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ამ ნაბიჯით სხვებისთვის მაგალითი ეჩვენებინა.

პორტუგალიაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსისგან ჯერჯერობით არავინ დაღუპულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S