ქუთაისში ნიდერლანდელ ტურისტს ეძებენ
09/03/2020 06:18:33 სამართალი
ქუთაისში ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდების მოქალაქე, 23 წლის სიმ ვიგერი (Siem Wigger) ქუთაისში 7 მარტს საღამოს დაიკარგა.
ახალგაზრდა ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კვების ობიექტ „ბარაქაში“ იმყოფებოდა.
ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მეგობრის თქმით, სიმ ვიგერი თვალთახედვიდან კაფედან გამოსვლის შემდეგ გაქრა.


