ნავთობი 30%-ით გაიაფდა
09/03/2020 06:34:30 მსოფლიო
მას შემდეგ რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი ქვეყნები ნავთობის სხვა მწარმოებლებთან მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, აზიურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 31%-ით შემცირდა,– იუწყება BBC.
ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებელმა - საუდის არაბეთმა ოფიციალური ფასების შემცირება დააანონსა, რის შემდეგაც Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი 1 ბარელზე 31 დოლარამდე დაეცა.
ეს ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 1991 წლის შემდეგ, როდესაც სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო.
Goldman Sachs-ში ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე დაეცეს.


