Accentnews.ge
ადვოკატი ოქრუაშვილთან საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს

ადვოკატი ოქრუაშვილთან საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს

09/03/2020 07:06:35 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს, თუმცა თავად ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება.

ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სსკ-ს 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S