გენპროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
09/03/2020 10:00:01 სამართალი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა, ხოლო საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა – რევაზ ბაღაშვილმა.
მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო. რევაზ ბაღაშვილი კი გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.


