NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა
09/03/2020 11:32:24 მსოფლიო
NATO-ს შტაბბინაში მომუშავე ერთ-ერთ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი ("Covid 19") დაუდასტურდა.
როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი თანამშრომელი ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ინფიცირებული საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
"Covid 19"-ის დადასტურების შემდეგ, NATO-ს შტაბბინაში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით. NATO აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით და ყველა საჭირო ზომის მიღებას გეგმავს", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.


