სუდანის პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაცია სცადეს
09/03/2020 14:06:51 მსოფლიო
სუდანის პრემიერ-მინისტრ აბდალა ჰამდოკის ლიკვიდაცია სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გზის მახლობლად, სადაც პრემიერის ავტოკოლონა გადაადგილდებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქების შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


