Accentnews.ge
კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

09/03/2020 22:24:18 მსოფლიო

კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა: შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა,– იუწყება „ბიბისი“.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მისი თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.

იტალიის ხელისუფლების ახალი ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.

9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსისგან იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S