Accentnews.ge
"ნატო თურქეთს სარაკეტო სისტემებით და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტით დაეხმარება"

"ნატო თურქეთს სარაკეტო სისტემებით და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტით დაეხმარება"

09/03/2020 22:30:38 მსოფლიო

სირიისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად ნატო თურქეთს სარაკეტო სისტემებით და სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტით დაეხმარება. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი ნატო-ს წევრებს შორის სირიის არეულობისგან ყველაზე მეტად დაზარალდა: ტერორისტული თავდასხმებისგან მოკავშირეებს შორის ყველაზე დიდი ზიანი მიიღო:

"ალიანსი აღიარებს, რომ თურქეთი მძიმე ტვირთს ატარებს, თუმცა კრიზისის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის, ანკარამ თავის როლი უნდა ითამაშოს".

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს წევრებს მოუწოდა, რომ კრიტიკულ მომენტში ანკარას სოლიდარობა აჩვენონ:

„არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ იყოს შეშფოთებული სირიაში არსებული კონფლიქტებისა და ადამიანური დრამის გამო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S