ფრანგი მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
09/03/2020 22:37:15 მსოფლიო
საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რიესტერი ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, გასულ კვირას, რამდენიმე დღის განმავლობაში მინისტრი პარლამენტის ქვედა პალატაში იმყოფებოდა, სადაც მანამდე ვირუსით დაინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.


