Accentnews.ge
კორონავირუსით ინფიცირებული 63 662 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული 63 662 ადამიანი გამოჯანმრთელდა

10/03/2020 05:14:05 მსოფლიო

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახალ ტიპის კორონავირუსს – „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 63 662 ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქკორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსს 3 024 ადამიანი ემსხვერპლა კონტინენტურ ჩინეთში, 463 – იტალიაში, 237 – კი ირანში. ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

ჩინეთში ვირუსისგან 60 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, ირანში – 2 394, იტალიაში – კი 724. ბოლო 24 საათში, ჩინეთში ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა, 19 დაინფიცირდა, 1 297 კი გამოჯანმრთელდა. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S