Accentnews.ge
აშშ–ის მოქალაქეებს კორონავირუსის გამო შესაძლოა, გადასახადები შეუმცირდეთ

აშშ–ის მოქალაქეებს კორონავირუსის გამო შესაძლოა, გადასახადები შეუმცირდეთ

10/03/2020 05:28:35 მსოფლიო

კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაცია კონგრესთან განხილვებს იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 10 მარტს სენატის და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებთან შეხვედრებზე განხილული იქნება აშშ-ის მოქალაქეებისთვის ხელფასებზე გადასახდის შემცირების ან შემსუბუქების საკითხი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს, მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები საათობრივი ხელფასების სფეროში იძულებითი დარღვევისთვის არ დაისაჯონ.

„ისინი არ შეიძლება, დაისაჯონ იმისთვის, რაც არც მათი და არც მათი ქვეყნის ბრალია. ჩვენ ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას, გაიკეთა თუ არა ტესტი კორონავირუსზე და ბრიფინგის ოთახი დატოვა.

ამერიკული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპს სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ადამიანთან, ვისაც შეხება ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S