პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში, აზერბაიჯანის პარლამენტს ქალი უხელმძღვანელებს
10/03/2020 11:28:03 მსოფლიო
აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სპიკერად საჰიბა გაფაროვა აირჩიეს.
ქალი აზერბაიჯანის მილი მეჯლისს (პარლამენტს) პირველად ჩაუდგა სათავეში.
საჰიბა გაფაროვა ლიტერატურის თეორიის სპეციალისტი, 70-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის ავტორი გახლავთ. იკვლევს გენდერულ პრობლემებს ფილოლოგიაში. გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1981 წლიდან დღემდე მუშაობს ბაქოს სლავურ უნივერსიტეტში.


