Accentnews.ge
რუსეთში შესაძლოა, საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვა მოიხსნას

რუსეთში შესაძლოა, საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვა მოიხსნას

10/03/2020 13:05:38 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა.

"გამოვდივარ ინიციატივით, ან მოვხსნათ შეზღუდვები საპრეზიდენტო ვადებზე, ან შევიტანოთ ცვლილებებში დებულება იმის შესახებ, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს, არჩეულ იქნას ქვეყნის მმართველის პოსტზე", - განაცხადა ტერეშკოვამ.

ამის შემდეგ სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა, რომ სხდომას შეწყვეტს და გამართავს კონსულტაციებს ფრაქციებთან.

მმართველი პარტიის ფრაქცია "Единая Россия"-ს ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა კი აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელები მზად არიან კანონპროექტის მხარდასაჭერად.

დეპუტატები ამჟამად საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ნაწილს განიხილავენ, მოგვიანებით კი გადავლენ მთელი პაკეტის მეორე მოსმენით განხილვაზე. მესამე მოსმენა 11 მარტისთვისაა დაგეგმილი.

მანამდე ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ჟირინოვსკი, რომელიც კრემლის რუპორად მოიაზრება, გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლიდან რუსეთის პრეზიდენტს სახელმწიფო საბჭო ირჩევდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S