Accentnews.ge
"რაინეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს

"რაინეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს

10/03/2020 13:13:25 მსოფლიო

ავიაკომპანია „რაიანეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, 11 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე იტალიაში ყველა შიდა რეისი შეწყდება, ხოლო 13 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე იტალიის მიმართულებოთ ყველა საერთაშორისო რეისი შეწყდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება „რაიანეარმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისების გაუქმების შესახებ მგზავრებს შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ.

რეპატრიაციის მსურველი მგზავრები 13 მარტამდე რეისებით ისარგებლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S