პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს კორონავირუსი აღმოაჩნდა
10/03/2020 17:21:54 მსოფლიო
გერმანიიდან დაბრუნებულ პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოაჩნდა
"გენერალ იაროსლავ მიკას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პირები, რომლებიც მას გერმანიაში ახლდნენ, კარანტინში არიან მოთავსებულები”, - იუწყება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო.
გენერალ მიკას ეს თანამდებობა გასული წლიდან უკავია.


