Accentnews.ge
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა

10/03/2020 19:18:36 მსოფლიო

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამრიგად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ევროპულ ქვეყანაში 631-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 1 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.

კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S