დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
11/03/2020 03:49:38 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს ნედინ დორისს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, -ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ნედინ დორისი, რომელიც კონსერვატიული პარტიის დეპუტატიც გახლავთ, აცხადებს, რომ ტესტირების შემდეგ, მან უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ექვსი ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 382-ია.


