კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა
11/03/2020 05:13:21 მსოფლიო
უკანასკნელი მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 119 ქვეყანაშია გავრცელებული.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 158 ადამიანი ემსხვერპლა, 61 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 631-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა


