Accentnews.ge
გერმანიის საგარეო უწყება: „მივესალმებით შეთანხმებას და ყველა მხარეს ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ"

გერმანიის საგარეო უწყება: „მივესალმებით შეთანხმებას და ყველა მხარეს ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ"

11/03/2020 08:06:25 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და ყველა მხარეს ეუთო–ს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა კვირას, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამგვარად, საქართველომ კიდევ ერთი დადებით ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში. შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვუჭერდით მხარს. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთო/ ოდირი–ს 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერის განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის: 8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S