გენპროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
11/03/2020 10:59:46 სამართალი
საქართველოს გენპროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
უწყების ცნობით, თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.
"საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ",– აცხადებენ უწყებაში.


