ბლოგერს, რომელმაც კადიროვი შეურაცხჰყო, ერთი თვეა, ვეღარ პოულობენ
11/03/2020 19:19:48 სამართალი
დაღესტნელ ბლოგერ სეიდადდინ მუსტაფაევს, რომელმაც “ინსტაგრამში” ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის ვიდეორგოლი განათავსა, ერთი თვეა, ვეღარ პოულობენ.
8 თებერვალს მშობლიური დერბენტიდან გროზნოში წასვლის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.მუსტაფაევთან ერთად დაიკარგა მისი ორი ნაცნობი – 62 წლის ჰაკიმ ასკეროვი და 30 წლის ნილან ალიევი. სამივე ჩეჩნეთის დედაქალაქში შევიდა ავტომანქანით, რომელსაც გროზნო აღარ დაუტოვებია.
ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადეს დაკარგულთა ახლობლებს შს განყოფილებაში.
ჩეჩნეთის შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, დაღესტნის საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ დაკარგულთა ძებნა გრძელდება.


