თეა წულუკიანი:"კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა"
12/03/2020 09:03:54 სამართალი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა".
მინისტრის თქმით, "ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნებს შორის, საქართველო არის პირველი ქვეყანა".
„საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში არის პირველ ადგილზე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, სისხლის სამართლის საუკეთესო სისტემის ნაწილში ამ ქვეყნებს შორის, როგორც პირველი ქვეყანა, ასევე ღია მმართველობისა და ღია მთავრობის ნაწილში. საქართველო აქაც არის პირველ ადგილზე. ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნებს შორის, საქართველო არის პირველი ქვეყანა. ეს არის თვითიმედოვნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ადგილი შევინარჩუნოთ და არამცთუ უკან სვლა არ გვქონდეს, არ გვქონდეს ერთ ადგილზე გაჩერება. ჩვენ მუდმივად უნდა ვიაროთ წინ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.


