გერმანიის ელჩი: შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე, „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა - ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ
17/01/2026 14:40:00 პოლიტიკა
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი პროსახელიისუფლებო ტელეკომპანიებს – “იმედსა” და “რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია 15 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ფიშერისა და ქართველი ახალგაზრდების შორის.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში იმავე დღეს გაავრცელა თავად ელჩმა.
“ღმერთმა დალოცოს ახალგაზრდობა. ისინი ქმნიან ჩენს მომავალს”, – წერდა ფიშერი 15 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში პლატფორმა X-ზე.
ორი დღის შემდეგ, 17 იანვარს, “იმედი” და “რუსთავი 2” საუბრობენ თითქოს საიდუმლოდ გამართულ შეხვერაზე გერმანიის საელჩოში, ქართველი ახალგაზრდები კი, რომლებიც ელჩს შეხვდნენ “რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფებად” მოიხსენიეს.
პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა საკუთარ მაყურებელს უთხრეს, რომ მათ “საიდუმლო შეხვედრის” შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს, დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე გერმანიის ელჩი ქართელ ახალგაზრდებს არწმუნებდა, რომ ქვეყანაში მოვლენები “ირანის სცენარით” უნდა განვითარებულიყო. ორივე ტელეკომპანია ამ ამბავს ერთმანეთის მსგავსი ლექსიკითა და თანდმიმდევრობით უყვება საკუთარ მაყურებლებს.
“რუსთავი 2” დაუაკვშირდა იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებიც შეხვედრას ესწრებდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურენს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელზეც ორი დღით ადრე თავად გერმანიის ელჩი წერდა, ხოლო აქციების შესახებ საუბარი უარყვეს.
რაც შეეხება გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერმა “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეხვედრის შინაარსის შესახებ დეზინფორმაცია უწოდა. გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები “საიდუმლო შეხვედრად” ასაღებენ იმ შეხვედრას, რომლის შესახებაც ინფორმაციას თავად გაავრცელა ორი დღის წინ.
“15 იანვარს შევხვდი ქართველ ახალგაზრდებს გერმანიის საელჩოში და ფოტო გამოვაქვეყნე X-ზე. დღეს, “იმედი” და “რუსთავუ 2” ირწმუნებიან, რომ შეხვედრა იყო “საიდუმლო”, სადაც წახალისდა “რადიკალური ირანული სცენარი”. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი არაფერი განხილულა. გერმანიის სახელით, უარვყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას.
ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე იმასთან დაკავშიებით, რომ საქართველოს ევროპული გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმაზე და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატადაა მიჩნეული, მაშინ, როცა სინამდვილეში ეს დემოკრატიის საფუძელია. ჩვენ გვჭრდება ყველა ახალგაზრდის ჩართულობა კარგი მომავლის შესაქმნელად”, – დაწერა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში.
1/2 On 15 Jan I met @GeoYouthUnion at 🇩🇪 embassy & tweeted a photo. Today Imedi & Rustavi 2 claim meeting was “secret”, “radical Iran scenarios” were encouraged. That is entirely false/untruthful. Nothing of the sort came up. On behalf of 🇩🇪 I refute this agressive disinformation
— Peter Fischer (@Diplo_Peter) January 17, 2026


