Accentnews.ge
დაკავებულია “აფხაზტოპის” ყოფილი გენდირექტორი

დაკავებულია “აფხაზტოპის” ყოფილი გენდირექტორი

12/03/2020 11:32:00 სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში კომპანია “აფხაზტოპის” ყოფილი გენერალური დირექტორი ბესლან ავიძბა დააკავეს.

როგორც დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონების მითვისება-ფლანგვაში ედება ბრალი. მაგალითად, ავიძბას საცავიდან 25 მლნ 818 ათასი რუბლის ღირებულების ნავთობპროდუქტების მითვისებას ედავებიან.

«წინასწარი გამოძიების მიმდინარე ეტაპზე ავიძბას ქმედებებით სახელმწიფოსთვის მიყენებული ჯამური ზარალი 31 მლნ 438 ათასი რუბლით განისაზღვრება, თუმცა ეს საბოლოო ოდენობა არ არის. გამოძიების ფარგლებში მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდი იქნება შესწავლილი და ზარალის საბოლოო ოდენობაც ამის მიხედვით დადგინდება», - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S