Accentnews.ge
გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელი: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ

გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელი: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ

26/01/2026 21:20:00 პოლიტიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამო უკრაინა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ევგენი ციმბალიუკმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გარკვეულ გაუმჯობესებას აღვნიშნავთ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით“, - განაცხადა ევგენი ციმბალიუკმა.

მისი თქმით, უკრაინა აღნიშნავს „ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრის რისკს წარმოადგენენ“.

„კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, გააუქმოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი რეგრესიული ცვლილებები და სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს“, - აღნიშნა უკრაინის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S