Accentnews.ge
თვითიზოლაციის წესების დამრღვევი 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს

12/03/2020 17:01:38 სამართალი, საზოგადოება

ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

პოლიცია მოქალაქეს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, კარანტინში იძულებით მოათავსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S