Accentnews.ge
ტრამპი: გაუქმდა ისლამაბადში უიტკოფის და კუშნერის ვიზიტი

ტრამპი: გაუქმდა ისლამაბადში უიტკოფის და კუშნერის ვიზიტი

25/04/2026 17:56:00

ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამერიკულ დელეგაციას არ უღირს პაკისტანში 18-საათიანი ფრენა მაშინ, როდესაც აშშ-ს ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელებს აშშ-სთვის დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

“ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ ვუთხარი, ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ და მე ვუთხარი: “არა, 18-საათიან ფრენას არ აპირებთ იქ ჩასასვლელად.” ყველა კარტი გვაქვს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ, მაგრამ 18 საათი არ იფრენთ იმისთვის, რომ ისხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ,” - განაცხადა ტრამპმა.

არსებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უკვე დატოვა პაკისტანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S