Accentnews.ge
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ორი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ორი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

13/03/2020 13:54:39 სამართალი

გარდაცვლილი დედა-შვილის გვამები აღმოაჩინეს იტალიის ქალაქ ბარიში. „ლა გაძეტა დელ მეძოჯორნოს“ ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველადი ინფორმაციით, მათი სიკვდილი გამოიწვია ბუნებრივი აირის ღუმელიდან გამონაბოლქვმა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ მაშველებს ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი, შესაძლო კორონავირუსისგან თვის დასაცავად. ის გარდაცვლილი ქალის ნათესავმა კაცმა გამოიძახა. გარდაცვლილი ბიჭი 16 წლის იყო, ხოლო დედა - 41-ს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურეს საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საკონსულო კავშირზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

წყარო: რადიო თავისუფლება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S