Accentnews.ge
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

08/09/2026 14:32:00 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება.

თითოეული ცეკვა საკუთარ თავში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს, ახლა კი კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე ცოცხლდება.

სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება.

ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს – ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომლის ფარგლებშიც სუხიშვილები საქართველოს რეგიონებს უბრუნდებიან.

საქართველოს შემოქმედებარომელიც არჩერდება - და სცენარომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S