Accentnews.ge
"იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად სიარული შეწყვიტეთ!"

"იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად სიარული შეწყვიტეთ!"

16/03/2020 10:53:40 სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მივლენ სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

მინისტრის თქმით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეები მაინც აგრძელებენ იქ სიარულს, თან ბავშვებთან ერთად.

„მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვან:

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასახური“.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S