გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
16/03/2020 13:10:58 სამართალი
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
ადვოკატები გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვეს, ბრალდების მხარემ კი მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი.
2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუა კი საკთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.


