Accentnews.ge
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მიმართვიანობა გაზარდეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მიმართვიანობა გაზარდეს

16/03/2020 13:45:47 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამრთლოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და საქმეების ელექტრონულად რეგისტრაცია უფასო გახადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მიმართვიანობა გაზარდეს.

"სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე დაწყებლია სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვების გადავადება", – აცახადებენ სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლო იმედს იტოვებს, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S