ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კორონავირუსის გამო გადაიდო
17/03/2020 04:42:06 სამართალი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მიიღეს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან და ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ“, - ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა ჩატარებულიყო.


