უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა
17/03/2020 12:11:36 სამართალი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა ერთხმად, 82 ხმით მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
უზენაესი სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ნინო ქადაგიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2002-2012 წლებში კი – უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე. 1994-2000 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.


