აფგან მუხთარლიმ ბაქოს ციხე დატოვა
17/03/2020 15:31:33 სამართალი
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ბაქოს საპატიმრო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არიფ ჰაჯალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჟურნალისტი-გამომძიებელი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში, საზღვრის უკანონო კვეთაში, მესაზღვრეების მიმართ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაპატიმრება დაგმეს ევროპარლამენტმა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, “Amnesty International”-მა კი იგი “სინდისის პატიმრად” სცნო.


