Accentnews.ge
WHO – ახალგაზრდებს: "არ ხართ დაცულები!"

WHO – ახალგაზრდებს: "არ ხართ დაცულები!"

20/03/2020 20:01:41 მსოფლიო, საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ ახალგაზრდებს მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ 50 წლამდე ინფიცირებულებს სჭირდებათ საავადმყოფოში გადაყვანა. მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ არ ხართ დაცულები. ამ ვირუსს შეუძლია, რამდენიმე კვირა ჰოსპიტალში გაგატარებინოთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ავად არ გახდებით, თქვენი გადაწყვეტილება, თუ სად უნდა წახვიდეთ, სხვებისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 44 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვირუსის შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მიზანი გავრცელების ტემპის შეკავებაა და ამ მიზნით ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს: დაიხურა სასწავლებლები, სავაჭრო ცენტრები, ქვეყანა დაიხურა უცხოელებისთვის და ა.შ. მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენური წესების დაცვა და შინ დარჩენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S