ქუთაისში მკვლელობა მოხდა
21/03/2020 14:46:11 სამართალი
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქუთაისში ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მისამართით იარაღიდან სამჯერ გაისროლა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე მძღოლია და კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.


