Accentnews.ge
მოქალაქემ მამა ანდრიას პოლიციაში უჩივლა: "ტერორისტია!"

მოქალაქემ მამა ანდრიას პოლიციაში უჩივლა: "ტერორისტია!"

16/04/2020 14:18:43 სამართალი

მოქალაქე გიორგი ოკმელაშვილმა მამა ანდრია ჯაღმაიძეს პოლიციაში უჩივლა. მას მიაჩნია, რომ ჯაღმაიძის საჯარო განცხადება, რომ სააღდგომო წირვები ჩატარდება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

"მამა ანდრიას ვუჩივი 132-ე მუხლით (განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა), რომ არის ტერორისტი. მინდა, ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ", - ამბობს ოკმელაშვილი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში.

ოკმელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ყვება, რომ მისი ეს ქმედება მხოლოდ იმ სასულიერო პირებს უკავშირდება, რომელებიც თავიანთი განცხადებებით ეპიდემიის გავრცელებას უწყობენ ხელს:

"მგონია, რომ ეს წყალში ყრის ჩემი ერთი თვის ნაშრომს, რაც გავატარე იზოლაციაში - მეგობრებისა და მშობლების არნახვაში, არშრომაში და იმ რეგულაციების დაცვაში, რასაც კანონი ითვალისწინებს. ეს მოწოდება არის არაკანონიერი და ეს წირვები ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. ამიტომ ავდექი და დავრეკე პატრულში და განვაცხადე, რომ ვარ ასეთი წირვების წინააღმდეგი და მეშინია, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს".

მიუხედავად საგანგებო ვითარებისა და მოქმედი მთელი რიგი შეზღუდვებისა, სახელმწიდომ საპატრიარქოსთვის გამონაკლისი დაუშვა და აღდგომის ღამეს ტაძრებში მრევლის შეკრება დაუშვა და პასუხისმგებლობის ტვირთი საზოგადოებაზე გადაიტანა. ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ მიუხედავად დისტანციის დაცვისა, დახურულ სივრცეში მრევლი 9 საათის განმავლობაში იქნება თავმოყრილიდა ეს ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის, მით უფრო, რომ რამდენიმე ინფიცირებულის პირველწყარო უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S