Accentnews.ge
შეიარაღებული ინციდენტი ყინწვისში – დაჭრილია სასულიერო პირი

შეიარაღებული ინციდენტი ყინწვისში – დაჭრილია სასულიერო პირი

22/04/2020 08:03:55 სამართალი

ყინწვისში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. ზედაკიდურის არეში დაჭრილია ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი.

არსებული ინფორმაციით, არქიმანდრიტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა ესროლა; კრიმინალური ფაქტი ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა და მას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S