შსს – სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
23/04/2020 17:50:32 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
როგორც „აქცენტს“ შსს–ში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გალდავა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ უწყებაში.


