Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლომ კომპანიას "ანას ბაღთან" კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა

სააპელაციო სასამართლომ კომპანიას "ანას ბაღთან" კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა

29/04/2020 13:26:59 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამშენებლო კომპანიას თბილისში, ვარკეთილში მდებარე "ანას ბაღთან" კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა. სასამართლოს განჩინება დღეს გახდა ცნობილი.

"ანას ბაღის" დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას, გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის", - აცხადებენ "ანას ბაღის" დამცველები.

როგორც "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგში" აცხადებენ, მშენებლობას სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განაახლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თებერვალში შეაჩერა. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა" ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S