ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
27/05/2020 11:42:24 სამართალი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


