Accentnews.ge
დმანისის მერი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

დმანისის მერი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

10/08/2020 11:23:44 პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ასევე იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან გარიცხეს. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა „პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S