 
                        მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
01/09/2020 20:27:36 რეგიონები
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა. გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		