Accentnews.ge
ეუთო/ოდირი მათ შორის საქართველოში მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს

ეუთო/ოდირი მათ შორის საქართველოში მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს

12/10/2020 12:05:31 პოლიტიკა

„კოვიდ-19“-ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მოგზაურობის, ასევე სხვა შეზღუდვებისა და წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის დეფიციტის გამო, ეუთო/ოდირ-მა გადაწყვიტა, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეზღუდოს.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აღნიშნულ ქვეყანებში მხოლოდ გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ით შექმნილი უჩვეულო მდგომარეობის გამო, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოკლევადიანი დამკვირვებლის გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ოდირ-მა სამი სადამკვირვებლო აქტივობის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა. აქამდე არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (EOM) შეზღუდულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიად შეიცვლება (LEOMs), რომელიც ექსპერტთა ჯგუფს და გრძელვადიან დამკვირვებლებს მოიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S