4 თებერვლიდან „სკაიაპ ეარლაინსი“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს
01/02/2021 10:14:14 ეკონომიკა
4 თებერვლიდან უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი” (SkyUp Airlines) საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაანაახლებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.


