11 თებერვლიდან Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს
02/02/2021 11:15:18 ეკონომიკა
11 თებერვლიდან ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინს“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება.


