Accentnews.ge
სოსო თოფურიძე ბულგარეთიდან საქართველოში ექსტრადიციას ელოდება: "იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი"

სოსო თოფურიძე ბულგარეთიდან საქართველოში ექსტრადიციას ელოდება: "იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი"

11/03/2021 15:47:32 სამართალი

ბულგარეთში მყოფი, ძებნილი სოსო თოფურიძე საქართველოში ექსტრადიციას ელოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ბულგარული ბიურო ავრცელებს.

„ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი. განა ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არ არის? თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ასე ვაფასებ?“, - განაცხადა სოსო თოფურიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან მიმალვაშია. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. თავდაპირველად სოსო თოფურიძე რამდენიმე წელი თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა. 2019 წელს თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ სააგენტოდან უარი მიიღო, მიზეზად დასახელდა ის, რომ არ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ მას მართლაც სდევნიდნენ.

"თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. სანამ საკითხი კიდევ ერთ ინსტანციაში განიხილებოდა, თოფურიძე საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. იგი გაათავისუფლეს სამი დღის შემდეგ 1000 ლევის (2026 ლარი) სანაცვლოდ. ამჯერად სოსო თოფურიძე ერთის მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი იმის, რომ საქართველო მის ექსტრადიციას მოითხოვს", – იუწყება "რადიო თავისუფლების" ბულგარული ბიურო.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს.

სოსო თოფურიძეს და კუდ–ის სხვა მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S